პროექტი : ბულინგი და მისი პრევენცია
- ძირითადი იდეა: პროექტი მიზნად ისახავს ბულინგის,დისკრიმინაციისა და არატოლერანტული დამოკიდებულებების საფრთხეების შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას
- პროექტის აქტუალობა გამოიკვეთა სამოქალქო განათლების კლუბის მიერ ჩატარებული გამოკითხვით,სადაც ნათლად ჩანს,რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებლად , ხდებიან ან ბულერები ან ბულინგის მსხვერპლნი. აღნიშნული გამოკითხვის საფუძველზე დაიგეგმა წინამდებარე პროექტის განხორციელება.
- პროექტის მიზანია: ა)მოსწავლემ გააცნობიეროს საკუთარი პიროვნების როლი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ბ) გაიაზროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ სოციუმში, რომლეშიც იმყოფება. გ) დაინახოს მხატრული ლიტერატურის დანიშნულება პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.
- პროექტში მონაწილეობს 9-13 წლის ასაკობრივი ჯგუფი;
- პროექტის განხორციელების ვადებია 02.11.2018 - 16.11.2018
- პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და მიღებული ოპროდუქტები:
- 1. ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მოსწავლეები შექმნიან გრაფიკულ სურათს ძალადობა და მისი აღქმა
- 2. დაამუშავებენ რევაზ ჭეიშვილის მოთხრობას ,,სურათებიანი წიგნი"; 3.სამოქალაქო კლუბის დახმარებით სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდება დისკუსია თემაზე ,,ბულინგი და მისი პრევენცია"
- 4.უფროსკლასელი მოსწავლეების მიერ იქნება მოძიებული მასალები ინტენენტ-სივრციდან: ანიმაცია ბულინგის შესახებ; სასრგებლო ვიდეო ბულინგის პრევენციის შესახებ;
- 5.დამზადდება პრეზენტაცია PowerPoint-ში ბულინგის თემის შესახებ;
- 6. მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ჩაატარებს ღია გაკვეთილს (თემა: რევაზ ჭეიშვილის მოთხრობის ,,სურათებიანი წიგნი") 7.ჩატარდება ნახატების კონკურის/ფოტო კონკურსი ;
საგანთაშორის კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა/სამოქალაქო განათლება/ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ესგ-საგნობრივ სტანდარტთან შესაბამისობა:
.ქართ.დაწყ.(II).7.
მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტების
ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტების მიმართ
პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა
და შთაბეჭდილების გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(II).2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა
და დასკვნის გამოტანა.
ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა;
მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე)
ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტე-
ბის მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და
მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მოქ.X.2.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
მოქ.X.6.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი
ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
მოქ.X.11.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის
დემოკრატიაში.
ს.გ.V.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის
ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან.
ს.გ.V.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა /განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად
- პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ჭიაბერაშვილი
- ელ. ფოსტა :chiaberashvilimaka@gmail.COM
- პროექტის ბლოგი: makatchiaberashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment